logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: სახელმწიფო ინტერესიდან გამომდინარე, ჩვენთვის მთავარია სიმართლის დადგენა და არა სპეკულაციური მესიჯების გახმოვანება
- +

15 ნოემბერი. 2020. 03:09

 

 

„სახელმწიფო ინტერესიდან გამომდინარე, ჩვენთვის მთავარია სიმართლის დადგენა და არა სპეკულაციური მესიჯების გახმოვანება. თუ ვინმე გამოიგონებს, რომ არჩევნები გაყალბდა, ამის მოდელირებას გააკეთებს, როგორც სჩვევიათ და აქედან გამომდინარე შედეგის დადგომას მოინდომებს, ასეთი შედეგი ვერ დადგება და არც უნდა დადგეს“, - ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა მამუკა მდინარაძემ ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

„გაყალბება არის გამოგონილი. გუშინ, ცესკო-ში ნახავდით კადრებს, სადაც მხოლოდ პოლიტიკური მესიჯები ისმოდა. ადამიანს არ სჭირდება პოლიიტიკური მესიჯი იმ ფორმატში, სადაც, შეიძლება, ილაპარაკო კონკრეტულ თემებზე, კონკრეტული არგუმენტებით, მათ შორის - სამართლებრივით. ეს არაა საჭირო, მაგრამ, ისინი მაინც ასე მოიქცნენ“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner