logo_geo
eng_logo
ჩინეთში, სხვადასხვა ქვეყნიდან შეტანილ ხორცზე კორონავირუსი აღმოაჩინეს
- +

15 ნოემბერი. 2020. 10:40

 

 

აღმოსავლეთ ჩინეთში, ქალაქ ძინანში იმპორტირებულ საქონლის ხორცზე და ხორცპროდუქტების შეფუთვებზე კორონავირუსი აღმოაჩინეს, - ამის შესახებ Reuters-ი წერს.

 

პროდუქტები, რომელზეც ვირუსი აღმოჩნდა, ჩინეთში ბრაზილიიდან, ახალი ზელანდიიდან და ბოლივიიდანაა შეტანილი. ჯერჯერობით, არ ასახელებენ კომპანიებს, რომელთა ხორცპროდუქტებზე ვირუსი აღმოაჩინეს, თუმცა ცნობილია იმპორტიორი კომპანიები - Guotai International Group-ი და Shanghai Zhongli Development Trade-ი.

 

ტესტირება უკვე ჩაუტარდა 7,500-ზე მეტ ადამიანს, რომელთაც, შესაძლოა, კონტაქტი ჰქონოდათ დაბინძურებულ პროდუქტებთან, თუმცა, მათ ვირუსი არ დაუდგინდათ.

 

ჩინეთი მსოფლიოში საქონლის ხორცის ყველაზე მსხვილი შემსყიდველი ქვეყანაა, ხოლო ბრაზილია და არგენტინა მისი უმსხვილესი მომწოდებლები არიან.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner