საფრანგეთის უკანასკნელი დედოფლის, მარი-ანტუანეტას აბრეშუმის ფეხსაცმელს აუქციონზე გაიტანენ. მისი საწყისი ფასი 10 000 ევრო იქნება, - ამის შესახებ „France 24“ წერს.
აუქციონი ვერსალის სასახლეში გაიმართება. როგორც მისი ორგანიზატორები აცხადებენ, აუქციონზე გასატან ქუსლიან ფეხსაცმელს დედოფალი, სასახლეში ცხოვრებისას, ყოველდღიურად იცვამდა.
დედოფალი მარი-ანტუანეტა საფრანგეთის რევოლუციის დროს, 1793 წელს სიკვდილით დასაჯეს და გილიოტინაზე მოჰკვეთეს თავი. რევოლუციის დროს ფეხსაცმელი დედოფლის მეგობრის, მარი-ემილი ლესჩევინის ხელში აღმოჩნდა და ის ამ დრომდე თაობიდან თაობას გადაეცემოდა.