logo_geo
eng_logo
საფრანგეთის დედოფლის, მარი-ანტუანეტას ფეხსაცმელი აუქციონზე გაიყიდება
- +

15 ნოემბერი. 2020. 10:41

 

 

საფრანგეთის უკანასკნელი დედოფლის, მარი-ანტუანეტას აბრეშუმის ფეხსაცმელს აუქციონზე გაიტანენ. მისი საწყისი ფასი 10 000 ევრო იქნება, - ამის შესახებ „France 24“ წერს.

 

აუქციონი ვერსალის სასახლეში გაიმართება. როგორც მისი ორგანიზატორები აცხადებენ, აუქციონზე გასატან ქუსლიან ფეხსაცმელს დედოფალი, სასახლეში ცხოვრებისას, ყოველდღიურად იცვამდა.

 

დედოფალი მარი-ანტუანეტა საფრანგეთის რევოლუციის დროს, 1793 წელს სიკვდილით დასაჯეს და გილიოტინაზე მოჰკვეთეს თავი. რევოლუციის დროს ფეხსაცმელი დედოფლის მეგობრის, მარი-ემილი ლესჩევინის ხელში აღმოჩნდა და ის ამ დრომდე თაობიდან თაობას გადაეცემოდა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner