გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში, 248 ადამიანის ტესტირების შედეგად, კორონავირუსით ინფიცირების 41 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ერთი პაციენტი ვირუსს ემსხვერპლა.
ოკუპირებული აფხაზეთის სამ კოვიდ-ცენტრში 148 კოვიდ-დადასტურებული პაციენტი მკურნალობს, მათგან 29 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 5 065 შემთხვევაა დადასტურებული, 3 466 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 61 კი გარდაიცვალა.