ეგვიპტეში, საქარას სამარხში აღმოჩენილი, 2 500 წლის წინ დამარხული სარკოფაგები საზოგადოებისთვის გამოფინეს, - ამის შესახებ Reuters წერს.
სექტემბრის დასაწყისში, არქეოლოგებმა 13, რამდენიმე დღის შემდეგ კი, კიდევ 14 სარკოფაგი ამოთხარეს.
სარკოფაგების ნახვის შესაძლებლობა საზოგადოებას პირველად მიეცა.
საქარა კაიროს სამხრეთით მდებარეობს და ეგვიპტის ძველი დედაქალაქის, მემფისის ნაწილი იყო, რომელიც ახლა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ობიექტია. არქეოლოგიური აღმოჩენებით ეგვიპტის მთავრობა ქვეყანაში ტურიზმის სფეროს განვითარებას ცდილობს, რომელსაც პანდემიამ დიდი ზარალი მიაყენა.