logo_geo
eng_logo
მექსიკაში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა
- +

15 ნოემბერი. 2020. 10:53

 

 

ბოლო 24 საათის განმავლობაში, მექსიკაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 5 860 შემთხვევა გამოვლინდა. შედეგად, ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა და 1 003 253 შეადგინა, - ინფორმაციას Reuters მექსიკის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

დღე-ღამეში, ქვეყანაში ვირუსს კიდევ 635 ადამიანი ემსხვერპლა და გარდაცვლილთა რაოდენობა 98 259-ს გაუტოლდა.

 

მექსიკის ოფიციალურმა უწყებებმა აქამდე განაცხადეს, რომ შესაძლოა, ქვეყანაში ინფიცირებისა და ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა ოფიციალურ მონაცემებს აღემატება.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner