რუმინეთში, პიატრა-ნიამცში მდებარე კლინიკაში, სადაც კორონავირუსით ინფიცირებულებს მკურნალობენ, ხანძარი გაჩნდა. შედეგად, 10 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ Reuters წერს.
ცეცხლი რეანიმაციულ განყოფილებაში გაჩნდა, თუმცა, მალევე გავრცელდა მომიჯნავე ოთახებშიც.
დაშავებულია შვიდი ადამიანი. მათი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. დაშავებულთა შორისაა ექიმიც, რომელსაც სხეულის 40%-იანი დამწვრობა აქვს.
ჯერჯერობით, ხანძრის გაჩენის მიზეზი უცნობია.