logo_geo
eng_logo
რუმინეთში, კოვიდ-კლინიკაში გაჩენილ ხანძარს 10 ადამიანი ემსხვერპლა
- +

15 ნოემბერი. 2020. 10:57

 

 

რუმინეთში, პიატრა-ნიამცში მდებარე კლინიკაში, სადაც კორონავირუსით ინფიცირებულებს მკურნალობენ, ხანძარი გაჩნდა. შედეგად, 10 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ Reuters წერს.

 

ცეცხლი რეანიმაციულ განყოფილებაში გაჩნდა, თუმცა, მალევე გავრცელდა მომიჯნავე ოთახებშიც.

 

დაშავებულია შვიდი ადამიანი. მათი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. დაშავებულთა შორისაა ექიმიც, რომელსაც სხეულის 40%-იანი დამწვრობა აქვს.

 

ჯერჯერობით, ხანძრის გაჩენის მიზეზი უცნობია.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner