logo_geo
eng_logo
ვაშინგტონში დონალდ ტრამპის მხარდამჭერებსა და ოპოზიციონერებს შორის დაპირისპირება მოხდა
- +

15 ნოემბერი. 2020. 11:07

 

 

ვაშინგტონში დონალდ ტრამპის მხარდამჭერებსა და ოპოზიციონერებს შორის დაპირისპირება მოხდა. დაკავებულია სულ მცირე 20 პირი. ინფორმაციას „ფოქსნიუსი“ ავრცელებს.

 

დაპირისპირებას გამოეხმაურა დონალდ ტრამპი, რომელმაც „მემარცხენე რადიკალი მოძრაობები“ დაგმო და ვაშინგტონის მერი მურიელ ბაუზერი უმოქმედობაში დაადანაშაულა.

 

„ანტიფას“ წევრები გაიქცნენ, როდესაც ტრამპის აქციაზე მყოფ ადამიანებზე შეტევა სცადეს, რადგან მათ წინააღმდეგობა გაუწიეს. „ანტიფამ“ დღის ბოლომდე დაიცადა, როცა ადამიანების 99% უკვე წასული იყო, რომ უდანაშაულო „მაგას“ მხარდამჭერებზე შეტევა განხორციელდება“, – წერს დონალდ ტრამპი „ტვიტერზე“.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner