ბოლო 24 საათის განმავლობაში თურქეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 3 116 შემთხვევა გამოვლინდა, 92 ადამიანი კი ვირუსს ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 411 055 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაიცვალა 11 418 ადამიანი, 351 102-მა კი ვირუსის დამარცხება შეძლო.
თურქეთში კოვიდ-ინფიცირების პირველი შემთხვევა 25 მარტს გამოვლინდა.