ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინაში კორონავირუსი კიდევ 10 681 ადამიანს დაუდასტურდა, 95 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 535 857 ადამიანს დაუდგინდა. COVID-19-ს სულ 9 603 პაციენტი ემსხვერპლა, 241 444 ინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა.