logo_geo
eng_logo
უკრაინაში კორონავირუსის 10 681 შემთხვევა გამოვლინდა
- +

15 ნოემბერი. 2020. 12:33

 

 

ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინაში კორონავირუსი კიდევ 10 681 ადამიანს დაუდასტურდა, 95 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

 

ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 535 857 ადამიანს დაუდგინდა. COVID-19-ს სულ 9 603 პაციენტი ემსხვერპლა, 241 444 ინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner