საფრანგეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 32 095 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო 359 პაციენტი გარდაიცვალა.
ინფორმაციას „როიტერი“ საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე საფრანგეთში კორონავირუსი 1 954 599 პირს დაუდასტურდა, მათ შორის 44 246 შემთხვევა ლეტალურად დასრულდა.