logo_geo
eng_logo
მედიის ინფორმაციით, მინსკში რამდენიმე მეტროსადგურმა მუშაობა შეაჩერა, შეფერხებით მუშაობს ინტერნეტი
- +

15 ნოემბერი. 2020. 13:40

 

 

ბელარუსის დედაქალაქ მინსკში საპროტესტო აქცია გრძელდება. ადგილობრივი მედიის ცნობით, ქალაქში რამდენიმე მეტროსადგურმა მუშაობა შეაჩერა, ასევე შეფერხებით მუშაობს ინტერნეტი.

 

Tut.by-ის ინფორმაციით, ქალაქის რამდენიმე უბანში მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვედანაყოფები.

 

ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები 9 აგვისტოს ჩატარდა. ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური მონაცემებით, არჩევნებში მოქმედმა პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ გაიმარჯვა. ოპოზიცია და მათი მომხრეები არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner