logo_geo
eng_logo
მედიის ინფორმაციით, აზიის ქვეყნებმა მსოფლიოში ყველაზე დიდი სავაჭრო ბლოკი შექმნეს
- +

15 ნოემბერი. 2020. 13:56

 

 

აზიის ქვეყნებმა მსოფლიოში ყველაზე დიდი სავაჭრო ბლოკი შექმნეს. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

 

ახალი სავაჭრო ბლოკი აზიის 15 ქვეყანას გააერთიანებს, მათ შორის სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის წევრებს, ინდონეზიას, მალაიზიას, ფილიპინებს, ვიეტნამს, ტაილანდს, მიანმარს, ლაოსს, კამბოჯას, ბრუნეის და სინგაპურს, ასევე ჩინეთს, იაპონიას, სამხრეთ კორეას, ავსტრალიას და ახალ ზელანდიას.

 

გაერთიანების მიზანი რეგიონში სამეწარმეო და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაზე დაწესებული ტარიფების შემცირება იქნება.

 

რეგიონული ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმებას ხელი დღეს ვიეტნამის დედაქალაქ ჰანოიში მოაწერეს. „როიტერი“ წერს, რომ ამ შეთანხმებამ შესაძლოა, კიდევ უფრო გაამყაროს ჩინეთის გავლენა რეგიონში და სამხრეთ-აზიის ქვეყნებში აშშ-ოს გავლენა შეამციროს.

 

რეგიონული ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობა პირველი შეთანხმებაა, რომელშიც ჩინეთი, იაპონია და სამხრეთ კორეა ერთად იღებენ მონაწილეობას.

 

შეთანხმების რატიფიცირება მომდევნო ორი წლის განმავლობაში მოხდება.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner