იაპონიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი – 1 738 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას „სიენენი“ იაპონიის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
დღე-ღამის განმავლობაში იაპონიაში ვირუსით 13 ადამიანი გარდაიცვალა.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ყველაზე რთული მდგომარეობა ტოკიოშია, სადაც ვირუსის 352 შემთხვევა გამოვლინდა, ასევე რთული მდგომარეობაა ოსაკას პრეფექტურაშიც.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე იაპონიაში „კოვიდ-19“-ის 117 389 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 1896 ადამიანი.