logo_geo
eng_logo
იაპონიაში „კოვიდ-19“-ის 1 738 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
- +

15 ნოემბერი. 2020. 13:57

 

 

იაპონიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი – 1 738 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას „სიენენი“ იაპონიის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

დღე-ღამის განმავლობაში იაპონიაში ვირუსით 13 ადამიანი გარდაიცვალა.

 

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ყველაზე რთული მდგომარეობა ტოკიოშია, სადაც ვირუსის 352 შემთხვევა გამოვლინდა, ასევე რთული მდგომარეობაა ოსაკას პრეფექტურაშიც.

 

პანდემიის დაწყებიდან დღემდე იაპონიაში „კოვიდ-19“-ის 117 389 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 1896 ადამიანი.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner