logo_geo
eng_logo
„საქართველოს რკინიგზასა“ და „Deutsche Bahn“-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
- +

1 ივლისი. 2016. 15:57



დღეს ს/ს „საქართველოს რკინიგზის" გენერალურმა დირექტორმა მამუკა ბახტაძემ და „Deutsche Bahn"-ის („დოიჩე ბანი") საერთაშორისო ბიზნესის განვითარების მიმართულების ხელმძღვანელმა  ნიკო ვარბანოფმა, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს. ხელმოწერის ოფიციალური ცერემონია მწერალთა სახლში გაიმართა, სადაც ასევე გერმანელი ბიზნესმენების მონაწილეობით მრგვალი მაგიდა იყო დაგეგმილი. მხარეებს შორის მემორანდუმის გაფორმებას გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილიც ესწრებოდნენ.



„საქართველოს რკინიგზის" ინიციატივით, სატრანსპორტო სფეროში იგეგმება „Deutsche Bahn"-ის, როგორც წარმატებული პარტნიორის შემოყვანა, რომელიც ჩინეთ-ევროპას შორის მოძრავი ბლოკმატარებლების ერთ-ერთი უმსხვილესი ოპერატორია. „Deutsche Bahn" ტრანსკასპიურ დერეფანს განიხილავს როგორც მნიშვნელოვან და პერსპექტიულ პარტნიორს. ამასთან ერთად, ურთიერთთანამშრომლობა მოიცავს სპარსეთის  ყურე - ევროპის ახალი სატრანსპორტო დერეფნის განვითარებას. მხარეები თანხმდებიან, რომ ტვირთის ნებისმიერი მიმართულებით გადასაზიდად, ჩვენი დერეფანი ერთ-ერთ საუკეთესო ალტერნატივად გამოიყენონ.



პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ გერმანიის რკინიგზა და მასთან აპერირებული კომპანიები ევროკავშირის სატრანსპორტო სისტემის მთავარ ხერხემალს წარმოადგენენ. აქედან გამომდიანრე, ჩვენი კომპანიის მათთან ურთიერთობა აბსოლუტურ პრიორიტეტს წარმოადგენს. ჩვენ ორი

 ძირითადი  მიმართულებით თანამშრომლობას ვაპირებთეს ეხება ტრანსკასპიურ დერეფანს, თანამედროვე აბრეშუმის გზას და  ეს, ძირითადადიქნება საკონტეინერო გადაზიდვები ჩინეთიდან ევროკავშირის მიმართულებით და უკანმეორე მიმართულება  ახალი დერეფნისსპარსეთის ყურედან შავი ზღვის მიმართულებითგანვითარებას ითვალისწინებს. ტრადიციულად ვაჭრობა ირანსა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის  მაღალია და ჩვენ გვსურს, რომ ამ ვაჭრობის დიდმა ნაწილმა ჩვენი სატრანსპორტო სისტემა გაიაროს", -  განაცხადა ს/ს,,საქართველოს რკინიგზის" გენერალურმა დირექტორმა მამუკა ბახტაძემ.



„საქართველოს რკინიგზასა" და „Deutsche Bahn"-ს შორის ურთიერთობის პირველი ეტაპი მას შემდეგ დაიწყო, რაც კომპანიის დელეგაცია გენერალური დირექტორის, მამუკა ბახტაძის ხელმძღვანელობით ბერლინში, „დოიჩე ბანის" სათავო ოფისს ეწვია. ჩვენს დერეფანში მიმდინარე მნიშვნელოვანი სატრანსპორტო პროექტების გაცნობის შემდეგ, გერმანულმა მხარემ გამოხატა უდიდესი ინტერესი და გამოთქვა სურვილი აქტიური მონაწილეობა მიეღო დერეფნის განვითარების პროცესში. მიმდინარე წლის მაისში, საპასუხო ვიზიტით, საქართველოს გერმანული დელეგაცია ეწვია. სტუმრობისას, გერმანულ მხარეს შესაძლებლობა ჰქონდა სიღრმისეულად გაცნობოდა „საქართველოს რკინიგზის" პროექტების მიმდინარეობას. საბოლოოდ, ამ პროცესების შეფასებამ, ქართული და გერმანული რკინიგზის წარმომადგენელთა მაღალმა ინტერესმა, თანამშრომლობის სურვილი ბუნებრივად გააჩინა. მემორანდუმი არის პირველი ნაბიჯი, რომელსაც მხარეები ერთობლივი პროექტების განხორციელებისკენ გადადგამენ.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner