logo_geo
eng_logo
„მილანის“ მთავარი მწვრთნელი კორონავირუსით დაინფიცირდა
- +

15 ნოემბერი. 2020. 14:05

 

 

„მილანის“ მთავარი მწვრთნელი სტეფანო პიოლი კორონავირუსით დაინფიცირდა, - ამის შესახებ ინფორმაციას SempreMilan ავრცელებს.

 

კლუბის თითოეულმა წევრმა ბოლო დროს ტრადიციადქცეული ტესტირება გაიარა და დადებითი პასუხი მხოლოდ პიოლიმ აჩვენა, რის შემდეგაც მან მაშინვე იზოლაციაში გადაინაცვლა.

 

სანაკრებო პაუზისა და „მილანის“ მთავარი მწვრთნელის ინფიცირების გათვალისწინებით, ორშაბათს და სამშაბათს დანიშნული გუნდის ვარჯიშები გაუქმდა. ფეხბურთელთა ძირითადი ნაწილის ნაკრებებიდან დაბრუნების შემდეგ კი წვრთნები ჩვეულებისამებრ ჩატარდება.

 

ზლატან იბრაჰიმოვიჩის, ჯანლუიჯი დონარუმას, იან ჰაუგეს და მატეო გაბიას შემდეგ, პიოლი მეხუთე „მილანელია“, ვისაც კორონავირუსი დაუდასტურდა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner