ექსპერტი ამირან სალუქვაძე ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლების აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში შეხვედრის შესახებ სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.
„ე.ი. ელჩებთან უარი უთქვამთ როგორც ხმების გადათვლაზე, ასევე ვიდეოჩანაწერების ნახვაზე. მსგავსი შეთავაზება იყო ოდესმე?
ბურჯანაძემ „გააბაზრა“ დღეს. „ოცნებამაც“ დაუდასტურა და ზემოდან დაუმატა.
დათვლა არა, ვიდეოს ნახვა არა, აბა რა გინდათ?
თქვენ მხოლოდ კოვიდის გავრცელება გინდათ. მაგისთვის უხდით ხალხს ფულს და რაიონებიდან ჩამოგყავთ.
როგორც ერთმა ისურვა, გაზაფხულზე ჩამოიშლება ეკონომიკა, გაუჭირდება ხალხს და ეს მთავრობა დასრულდებაო.
ჰოდა, დაისვენეთ გაზაფხულამდე. ახალი წელი ახლოვდება. დაისვენეთ გაზაფხულამდე. ხალხი მთავრობას გაუშვებს და თქვენ მოგიყვანთ. მოემზადეთ!
საკუთარი ქვეყნის ეკონომიკის ჩამოშლას პოლიტიკოსები ნატრობდნენ, რომელ ქვეყანაში გინახავთ?
დროა, ოპოზიციას თავი დავანებო და ხელისუფლებას დავუწყო შეფუცხუნება, თორემ, ამათ ხელში, თავს პოლიტიკურ კურორტზე გრძნობენ.
თუმცა, ამისათვის ჯანსაღი პოლიტიკური გარემოა საჭირო. ეს პარტიები პარლამენტში შესაშვები არ არიან“, - წერს სალუქვაძე.