-
+
15 ნოემბერი. 2020. 19:49
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჯო ბაიდენი მხოლოდ „ფეიკ ნიუს“ მედიის თვალებშია გამარჯვებული.
„მან მხოლოდ „ფეიკ ნიუს“ მედიის თვალებში გაიმარჯვა. არაფერს ვთმობ! წინ გრძელი გზა გვაქვს გასავლელი. ეს გაყალბებული არჩევნები იყო!“ - დაწერა დონალდ ტრამპმა Twitter-ზე.
9 ნოემბერს დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ბილ სტეპინმა აღნიშნა, რომ რამდენიმე გადამწყვეტ შტატში დონალდ ტრამპის გუნდი სამართლებრივ დავებს აწარმოებს არჩევნებში დაფიქსირებულ დარღვევებთან დაკავშირებით.
ამერიკული მედიის პროგნოზით, 3 ნოემბრის არჩევნები აშშ-ში ჯო ბაიდენმა მოიგო. მას ახლა კოლეგიაში 306 ხმა აქვს, რაც საჭირო ხმების რაოდენობას (270)აღემატება.