logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: აშშ-ს საქართველოში სტაბილურობა აინტერესებს, ვინაიდან ეს პლატფორმა მისთვის საიმედოა
- +

16 ნოემბერი. 2020. 00:58

 

 

“საქართველო, როგორც აშშ-ის უპირველესი პარტნიორი რეგიონში საგანგებო მნიშვნელობისაა აშშ-ისთვის და რასაკვირველია, აშშ-ს აინტერესებს სტაბილურობა საქართველოში, ვინაიდან ეს პლატფორმა მისთვის საიმედოა”, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებს აშშ-ის სახელმწიფო მდივანის, მაიკ პომპეოს საქართველოში დაგეგმილ ვიზიტზე საუბრისას განუცხადა.

 

მან აშშ-ისთვის რეგიონში საქართველოს სტაბილური მდგომარეობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

 

„ყველამ იცის, რომ ამ რეგიონში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტი არ ემსახურება მხოლოდ ორმხრივი ურთიერთობების გარკვევის ან შეთანხმების საკითხებს. ესაა რეგიონალური მნიშვნელობისა და რეგიონალური საფრთხეების განხილვის პლატფორმა, რომელიც შეიქმნება ამ ვიზიტებისას.

 

საქართველო, როგორც აშშ-ის უპირველესი პარტნიორი რეგიონში საგანგებო მნიშვნელობისაა აშშ-ისთვის და რასაკვირველია, აშშ-ს აინტერესებს სტაბილურობა საქართველოში, ვინაიდან ეს პლატფორმა მისთვის საიმედოა და მისი განვითარება და მისი პერსპექტიული ხედვა მნიშვნელოვნად სცილდება იმ ხედვას, რომელსაც ზოგიერთი ოპონენტი და მათი ლიდერები უქადიან ჩვენს ქვეყანას. რასაკვირველია, ქვეყნის დესტაბილიზაცია აშშ-ის ინტერესებში არათუ არ შედის, არამედ პრინციპულად უპირისპირდება მას. განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც რეგიონში რუსეთის ფედერაციის ახალი სამხედრო შენაერთი გამოჩნდება“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner