logo_geo
eng_logo
როგორ აფასებენ უცხოელი ექსპერტები მაიკ პომპეოს ვიზიტს საქართველოში
- +

16 ნოემბერი. 2020. 03:01

 

 

გერმანიის მარშალის ფონდის უფროს მკვლევარს ჯონათან კაცს აქვს მოლოდინი, რომ პომპეო საქართველოს კონკრეტული წინადადებებით ეწვევა, მათ შორის, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებისა და ნატო-ში წევრობის დაჩქარების გეგმით.

 

„იმედი მაქვს, რომ მაიკ პომპეო ამ ვიზიტის შესაძლებლობას გამოიყენებს საქართველო-ამერიკის ურთიერთობების გაძლიერებისთვის. ამ თვალსაზრისით, არაერთი იდეა იქნა წინა პლანზე წამოწეული, მაგალითად საქართველოს მხარდამჭერი აქტი კონგრესში, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, ნატოში წევრობის დაჩქარება და ასევე ევროკავშირის წევრობის დაჩქარება. გეტყვით, რომ ძალიან კარგია, რომ სახელმწიფო მდივანი პომპეო თბილისში ჩადის“, - განაცხადა კაცმა.

 

„იმედის კვირამ“ ვიზიტის შეფასება ჰანდსონის ინსტიტუტის პოლიტიკური და სამხედრო ანალიტიკური ცენტრის დირექტორ რიჩარდ ვეითზსაც სთხოვა.

 

„ვფიქრობ, საუბარი ასევე შეეხება სპეციფიკურ საკითხებს, მაგალითად ყარაბახის კონფლიქტსა და მის მოულოდნელ შედეგებს. ასევე ვვარაუდობ, რომ სასაუბრო საკითხი ასევე შეეხება ამერიკის ახალ მთავრობას და ბაიდენის ადმინისტრაციას. ვფიქრობ, რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში საქართველოსთან ურთიერთობები მნიშვნელოვნად არ შეიცვლება. საქართველოსადმი პარტნიორული დამოკიდებულება ამერიკაში ორპარტიული მხარდაჭერით სარგებლობს“, - მიიჩნევს ვეითზი.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner