„ევროპას საკუთარი დამოუკიდებელი და სუვერენული თავდაცვის სტრატეგია აშშ-ის ახალი მთავრობის პირობებშიც სჭირდება“, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა.
პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან საუბრისას გერმანიის თავდაცვის მინისტრი ანეგრეტ კრამნ-კარენბაუერი გააკრიტიკა, რომლის თანახმადაც, ევროპა ამერიკის სამხედრო თავდაცვაზე უნდა იყოს დამოკიდებული.
„აშშ ჩვენ პატივს გვცემს, როგორც მოკავშირეებს და სერიოზულად მოეკიდება იმ აზრს, თუ სუვერენიტეტი გვექნება ჩვენ თავდაცვის საკითხებზე. ჩვენ უნდა განვაგრძოთ საკუთარი ავტონომიის ჩამოყალიბება, ისევე როგორც ამას აშშ და ჩინეთი აკეთებენ“, - თქვა მაკრონმა.