logo_geo
eng_logo
ემანუელ მაკრონი: ევროპას საკუთარი სუვერენული თავდაცვის სტრატეგია აშშ-ის ახალი მთავრობის პირობებშიც სჭირდება
- +

16 ნოემბერი. 2020. 10:30

 

„ევროპას საკუთარი დამოუკიდებელი და სუვერენული თავდაცვის სტრატეგია აშშ-ის ახალი მთავრობის პირობებშიც სჭირდება“, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა.

 

პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან საუბრისას გერმანიის თავდაცვის მინისტრი ანეგრეტ კრამნ-კარენბაუერი გააკრიტიკა, რომლის თანახმადაც, ევროპა ამერიკის სამხედრო თავდაცვაზე უნდა იყოს დამოკიდებული.

 

„აშშ ჩვენ პატივს გვცემს, როგორც მოკავშირეებს და სერიოზულად მოეკიდება იმ აზრს, თუ სუვერენიტეტი გვექნება ჩვენ თავდაცვის საკითხებზე. ჩვენ უნდა განვაგრძოთ საკუთარი ავტონომიის ჩამოყალიბება, ისევე როგორც ამას აშშ და ჩინეთი აკეთებენ“, - თქვა მაკრონმა.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner