-
+
16 ნოემბერი. 2020. 10:21
არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ე.წ. პრეზიდენტის არაიკ არუთუნიანის ინფორმაციით, ქალაქ შუშის შემოგარენიდან 150-მდე სომეხი ჯარისკაცის ცხედარი გაიტანეს.
მისივე თქმით, ასობით სამხედრო მოსამსახურის ცხედარი ჯერ კიდევ ბრძოლის ველზეა.
„მიუხედავად იმისა, რომ სამშობლოს ნაწილისა და ათასობით ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შევძელით, ცოცხალი ძალისა და ტერიტორიების ძალიან დიდი დანაკარგი განვიცადეთ“, - წერს არაიკ არუთუნიანი.
შეგახსენებთ, 9 ნოემბერს აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის ლიდერებმა ხელი მოაწერეს განცხადებას მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების დასრულების შესახებ, რომელიც, სხვა პირობებთან ერთად, კონფლიქტის მხარეებს შორის დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ცხედრების გაცვლასაც ითვალისწინებს.
წყარო :