logo_geo
eng_logo
ხვალ საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ჩამოვა
- +

16 ნოემბერი. 2020. 10:46

 

 

საქართველოს ორი დღით ხვალ ამერიკის სახელმწიფო მდივანი ეწვევა. მაიკ პომპეო შეხვედრებს გამართავს პრემიერ-მინისტრთან, პრეზიდენტთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან. ის ასევე შეხვდება კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორეს.

 

საქართველოში სახელმწიფო მდივნის ვიზიტის ფარგლებში გამართული მაღალი დონის შეხვედრებისას განიხილავენ ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით გათვალისწინებულ პრიორიტეტულ მიმართულებებს და ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული მტკიცე თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებს, როგორც თავდაცვისა და უსაფრთხოების, ასევე, ვაჭრობისა და ეკონომიკის, დემოკრატიის, ხალხთა შორის კონტაქტების, განათლებისა და კულტურული გაცვლის სფეროებში.

 

მმართველი გუნდის შეფასებით, მაიკ პომპეოს ვიზიტი რეგიონული მნიშვნელობისაა. გეოპოლიტიკურ რუკაზე საქართველო რჩება სწორ მხარეს და ერთგულად განაგრძობს დასავლურ კურსს; საქართველოსა და ამერიკის პრაგმატულ ინტერესშია ერთმანეთთან კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობა - სწორედ ამის კიდევ ერთ დადასტურებად მიიჩნევენ მმართველ გუნდში პომპეოს ვიზიტს საქართველოში.

 

მაიკ პომპეო მეექვსე სახელმწიფო მდივანი იქნება, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან თბილისს ეწვევა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner