logo_geo
eng_logo
იოსებ ხახალეიშვილი: თითოეულს შეგვიძლია, ჩვენი წვლილი შევიტანოთ ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაში და ამაზე მაქსიმალურად ვიზრუნებთ
- +

16 ნოემბერი. 2020. 10:58

 

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის მერობის კანდიდატმა იოსებ ხახალეიშვილმა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან ზაზა ლომინაძესთან და ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებთან  ერთად სულხან-საბას ადმინისტრაციულ ერთეულში წიწვოვანი ნაძვის ნერგები დარგო.

 

როგორც მერობის კანდიდატმა აღნიშნა, ეკოლოგია 21-ე საუკუნეში დედამიწის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა და ყველაზე დიდი გამოწვევაა.

 

„ადამიანმა დაიწყო ბუნების დაუნდობელი ექსპლუატაცია და ეს გვიბრუნდება ბუნებრივი კატაკლიზმებით და ეპიდემიებით. რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ შევეჭიდებით გლობალურ მასშტაბებს, მაგრამ თითოეულს შეგვიძლია, ჩვენი წვლილი შევიტანოთ  ჩვენი ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და გამწვანებაში. სწორედ ეს არის ჩვენი დღევანდელი აქციის ინსპირაცია, თუმცა ეს არ იქნება ერთჯერადი ღონისძიება. მაქსიმალურად უნდა გავუფრთხილდეთ ბუნებას და ჩვენ ქალაქს“, -  განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner