საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 3 157 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე stopcov.ge-ზე განახლდა.
ამავე მონაცემების თანახმად, ქვეყანაში კორონავირუსის დამარცხება კიდევ 3 230 ადამიანმა შეძლო.
საერთო ჯამში, ქვეყანაში კორონავირუსის 82 835 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 62 061.