logo_geo
eng_logo
თურქეთში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 3 223 შემთხვევა გამოვლინდა
- +

16 ნოემბერი. 2020. 11:26

 

თურქეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 3 223 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

 

ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ბოლო ერთ დღეში თურქეთში „კოვიდ 19“-ს 89 ადამიანი ემსხვერპლა და 2 561 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

 

ეპიდემიის დაწყების შემდეგ თურქეთში კორონავირუსული ინფექცია 414 278 ადამიანს დაუდასტურდა, რომელთაგან 11 507 ადამიანი გარდაიცვალა, 353 663 კი გამოჯანმრთელდა.

 

თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთინ კოჩამ საზოგადოებას მოუწოდა, ვირუსის გავრცელების აღსაკვეთად უსაფრთხოების ზომები დაიცვან.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner