logo_geo
eng_logo
ნანა გაგუა: გადაეცით პრეზიდენტს...
- +

1 ივლისი. 2016. 16:09



„Georgian times"- ის მთავარი რედაქტორი ნანა გაგუა „facebook"-გვერდზე წერს:



„გიგილო წერეთელი და პრეზიდენტი დამეგობრდნენ.

გაუდგნენ გზას. მიადგნენ მდინარეს. ისკუპა წერეთელმა ნაციონალურად და გადახტა.

ისკუპა ოცნებებში გართულმა პრეზიდენტმა და გაადინა ტყაპანი შუა წყალში.

- მაიტა ბაწარი, ამამიყვანე აქედანაი, - შევედრა წერეთელს.

- დავაი, რაო, - გამოსძახა წერეთელმა, - მე გავედი ფონს და მიშა რომ დაბრუნდება, ბაწარს მაგას დავაგრეხინებ, მერე მოვალ და ჩამოგიგდებ, მანამდე იყავი და იტყაპუნე მანდაო.

 

P.S. გადაეცით ეს დრამატული ამბავი პრეზიდენტს და ისიც დასძინეთ, რომ მდინარეში ჩავარდნაში პოსტიხალხის ყბაში ჩავარდნას" გულისხმობს და დასკვნა თავად გააკეთოს პრეზომ. მეტი არაა ჩვენი მტერი, აწი ჩვენ მაგას ბაწრები არ დავუგრიხოთ და იყოს მერე გიგილოების იმედად", - წერს გაგუა.



http://reportiori.ge/

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner