logo_geo
eng_logo
აზერბაიჯანში კორონავირუსის 2 259 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 21 ადამიანი
- +

16 ნოემბერი. 2020. 11:28

 

 

 

აზერბაიჯანში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსული ინფექცია 2 259 ადამიანს დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია, ქვეყნის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

გასული დღე-ღამის განმავლობაში აზერბაიჯანში „კოვიდ-19“-ს 21 ადამიანი ემსხვერპლა, 1 101 კი გამოჯანმრთელდა. ეპიდემიის დაწყების შემდეგ, აზერბაიჯანში კორონავირუსული ინფექციის 75 688 შემთხვევა გამოვლინდა, რომელთაგან 55 150 გამოჯანმრთელდა, 967 კი დაიღუპა. ამ დროისთვის აზერბაიჯანში 19 571 აქტიური შემთხვევაა.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner