logo_geo
eng_logo
ქუთაისში კორონავირუსი 25 დღის ჩვილმა დაამარცხა
- +

16 ნოემბერი. 2020. 12:31

 

ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში კორონავირუსი 25 დღის ჩვილმა დაამარცხა. მცირეწლოვანი ოჯახის წევრისგან დაინფიცირდა. მისი მკურნალი ექიმის ვასილ გოდუაძის თქმით, პაციენტი კლინიკაში 10 დღის განმავლობაში მკურნალობდა.

 

„25 დღის პაციენტმა კორონავირუსი დაამარცხა. ჩვილი 10 დღის წინ ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით შემოიყვანეს, PCR-კვლევის შედეგად დაუდგინდა კორონავირუსი. ჩაუტარდა შესაბამისი მკურნალობა, პაციენტი ვირუსისგან სრულიად გამოჯანმრთელდა და გავწერეთ ბინაზე დამაკმაყოფილებელი მდგომარეობით“, - აღნიშნა ვასილ გოდუაძემ.

 

ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში კოვიდ-ინფექციით 75 პაციენტი მკურნალობს, მათგან 2 კრიტიკულად მძიმეა.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner