logo_geo
eng_logo
ჯორჯიაში ბიულეტენების გადათვლა მიმდინარეობს: რისი იმედი აქვთ „დემოკრატებს“
- +

16 ნოემბერი. 2020. 12:46

 

ტელეარხ Fox New–ის ინფორმაციით, ამ დროისათვის ჯორჯიაში ბაიდენს ხმების 49,5% აქვს მიღებული, ხოლო დონალდ ტრამპს — 49,2%, ანუ 14 122 ხმით ნაკლები.

 

„ჯორჯიის შტატში საარჩევნო ბიულეტენების გადათვლა, რაც ახლა მიმდინარეობს, ვერ მოახდენს გავლენას საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზე, რომელთა თანახმად შტატში ჯო ბაიდენმა გაიმარჯვა“, - განაცხადა დემოკრატიული პარტიის გარდამავალი გუნდის წევრმა პატრიკ მურმა.

 

მისი ცნობით, უკვე ახლა შეიძლება ითქვას, რომ ჯორჯიაში მიმდინარე ხმების გადათვლა „პრაქტიკულად არანაირად“ არ ისახება საფინალო შედეგებზე.

 

ამასთან, როგორც მური აღნიშნავს, „დემოკრატი“ კანდიდატის შტაბის წარმომადგენლებს არ აქვთ საფუძველი ივარაუდონ, რომ ჯორჯიაში კენჭისყრისას რაიმე დარღვევებს ჰქონდა ადგილი.

 

აღსანიშნავია, რომ ჯორჯია (16 ელექტორალური ხმა) იმ მერყევ შტატთა ჩამონათვალს განეკუთვნება, სადაც ბოლო მომენტამდე არ იყო ნათელი, რომელი კანდიდატისკენ იხრებოდა მოსახლეობის უმრავლესობა. ბოლოს ამ შტატში „დემოკრატმა“ კანდიდატმა 1992 წელს გაიმარჯვა.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner