„საპარლამენტო არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ - 48%, ხოლო „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 27% მიიღო. ეს უკვე ნიშნავს, ვინ ვისი დამმარცხებელია“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ სის წევრმა ბექა დავითულიანმა, პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში, ბრიფინგზე მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა.
მას კითხვით მიმართეს, არის თუ არა სააკაშვილი ის ფიგურა, რომელსაც მხოლოდ მას შეუძლია „ქართული ოცნების“ არჩევნებში დამარცხება.
„ჩვენ ვნახეთ, რომ ამ არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ - 48%, ხოლო „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 27% მიიღო. ეს უკვე ნიშნავს, ვინ ვისი დამმარცხებელია. რაც შეეხება, მიხეილ სააკაშვილის ფაქტორს, როგორც ყოველთვის, ის ამ ქვეყნის პოლიტიკაში დესტრუქციული ფაქტორია და ფაქტიურად, ტყვედ ჰყავს აყვანილი პატარა პარტიები, რომლებსაც მისი ხელისუფლებისა და ლიდერობის პირობებში არასდროს არაფრის შანსი არ მისცემიათ და არც მომავალში მიეცმათ“, - განაცხადა დავითულიანმა.