logo_geo
eng_logo
ჩატარებული პირადობის მოწმობის უფასო აქციით საქართველოს 194 670-მა მოქალაქემ ისარგებლა
- +

1 ივლისი. 2016. 16:14


საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის ინიციატივით ჩატარებული პირადობის მოწმობის ერთთვიანი უფასო აქციით საქართველოს 194 670-მა მოქალაქემ ისარგებლა!



იუსტიციის მინისტრის ბრძანებით 26 მაისიდან 26 ივნისამდე პირადობის მოწმობის აღება უფასო იყო. აქცია საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25-ე წლისთავს ეძღვნებოდა და მისი მიზანი იყო, ხელი შეეწყო პოტენციური ამომრჩევლების მონაცემთა დაზუსტებას.



2012 წლიდან დღემდე 1 753 081 პირადობის მოწმობა გაიცა. დღეის მდგომარეობით, საქართველოს 2 084 544 მოქალაქე უკვე ფლობს ელექტრონულ პირადობის მოწმობას.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner