საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის ინიციატივით ჩატარებული პირადობის მოწმობის ერთთვიანი უფასო აქციით საქართველოს 194 670-მა მოქალაქემ ისარგებლა!
იუსტიციის მინისტრის ბრძანებით 26 მაისიდან 26 ივნისამდე პირადობის მოწმობის აღება უფასო იყო. აქცია საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25-ე წლისთავს ეძღვნებოდა და მისი მიზანი იყო, ხელი შეეწყო პოტენციური ამომრჩევლების მონაცემთა დაზუსტებას.
2012 წლიდან დღემდე 1 753 081 პირადობის მოწმობა გაიცა. დღეის მდგომარეობით, საქართველოს 2 084 544 მოქალაქე უკვე ფლობს ელექტრონულ პირადობის მოწმობას.