logo_geo
eng_logo
ნინო კვაჭანტირაძე: ბატონი ავთო გარდაცვლილა!
- +

16 ნოემბერი. 2020. 13:41

 

ეს კაცი ავთანდილ ბერიძეა, რამდენიმე წლის წინ აჭარის უმაღლეს საბჭოს თავმჯდომარეობდა. რაღაც ღონისძიებაზე წვიმაში  დაცვა ქოლგით  მოაცილებდა და ატყდა  ამაზე დაუსრულებელი ღლიცინი, მეც აქაური ვარ და მეც  ცუდად ავყევი, არადა, არასოდეს მენახა ეს ადამიანი, არ ვიცნობდი.

 

მერე გურულების ჯგუფში დამიმეგობრდა და მოკრძალებული კომენტარებით  დამამახსოვრდა... ბოლო კვირაა ამ კაცზე უამრავი კარგი იწერება, ეფერებიან, იხსენებენ მის არაჩვეულებრიობას... ბატონი ავთო გარდაცვლილა! ასე ვიცით ჩვენ - მაშინ , როცა თავს  დაესხნენ ქოლგის გამო, არავინ გამოქომაგებია, არავის უთქვამს, რომ ეს პროტოკოლით დასაშვებია, არც მის კაიკაცობაზე დაუძრავს ვინმეს კრინტი...

 

ბოდიშს გიხდით, ბატონო ავთო, იმ დაუმსახურებელი კრიტიკისა და გულისტკენისთვის, რომელშიც წვლილი მეც მიმიძღვის...

 

 ღმერთმა გაგიღოთ სასუფევლის კარი!!!

 

ადამინებო, სანამ ცოცხლები ვართ, ერთმანეთს მანამ გავუფრთხილდეთ, გარდაცვლილებს თავისი სიკეთეები მიხედავს და   ყველაზე დიდი მსაჯული განსჯის!!!

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner