logo_geo
eng_logo
მაიკ პომპეო: ტრამპის ადმინისტრაცია ხელისუფლებაში დარჩება
- +

16 ნოემბერი. 2020. 14:01

 

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ტრამპის პირველი ადმინისტრაცია ხელისუფლებას ტრამპის მეორე ადმინისტრაციას გადასცემს. ასე უპასუხა პომპეომ ჟურნალისტის შეკიხვას ჯო ბაიდენისთვის ძალაუფლების მოსალოდნელი გადაცემის შესახებ. ამის თაობაზე npr.org  იუწყება.

 

„20 იანვრამდე ხმების გადათვლა მოხდება. გარდამავალი ეტაპი ჩვენთვის წარმატებით დასრულდება“, - განაცხადა პომპეომ.

 

მაიკ პომპეო ამჟამად ტურნეს მართავს. ტურნეს ფარგლებში ის საფრანგეთს, საქართველოს, თურქეთს, ისრაელს, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს, ყატარს და საუდის არაბეთს ეწვევა. თბილისში პომპეოს ოფიციალური ვიზიტი 17-18 ნოემბრისთვის იგეგმება.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner