აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ტრამპის პირველი ადმინისტრაცია ხელისუფლებას ტრამპის მეორე ადმინისტრაციას გადასცემს. ასე უპასუხა პომპეომ ჟურნალისტის შეკიხვას ჯო ბაიდენისთვის ძალაუფლების მოსალოდნელი გადაცემის შესახებ. ამის თაობაზე npr.org იუწყება.
„20 იანვრამდე ხმების გადათვლა მოხდება. გარდამავალი ეტაპი ჩვენთვის წარმატებით დასრულდება“, - განაცხადა პომპეომ.
მაიკ პომპეო ამჟამად ტურნეს მართავს. ტურნეს ფარგლებში ის საფრანგეთს, საქართველოს, თურქეთს, ისრაელს, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს, ყატარს და საუდის არაბეთს ეწვევა. თბილისში პომპეოს ოფიციალური ვიზიტი 17-18 ნოემბრისთვის იგეგმება.