თურქეთის პარლამენტი აზერბაიჯანში თურქი სამხედროების გაგზავნის საკითხს განიხილავს. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
„ერთობლივი ცენტრის ადგილმდებარეობას აზერბაიჯანი განსაზღვრავს. ცენტრში განთავსდებიან სამხედროები და აუცილებლობის შემთხვევაში სამოქალაქო პირებიც. ცენტრის მუშაობის მიზანი სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობის უზრუნველყოფა იქნება. თურქი სამხედროების გაგზავნა ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს შეესაბამება“, – ნათქვამია დოკუმენტში.
მისიის შემადგენლობას და მისი მოქმედების ვადებს თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია განსაზღვრავს.