„რეგიონში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, აუცილებელია, აშშ და საქართველო საერთო სტრატეგიით მოქმედებდნენ“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა კახა კუჭავამ, საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.
„ჩვენ არაერთხელ ავღნიშნეთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ვიზიტი საქართველოში ეს არის ძალიან დიდი მოვლენა. მკაფიო დემონსტრირება და გზავნილია მთელი მსოფლიოსთვის, თუ რამდენად დიდია მხარდაჭერა ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან. იგი წარმოადგენს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს და ამას დამოუკიდებლობის პირველი დღიდან ვგრძნობთ. ეს არის მხარდაჭერა, რომელიც საქართველოს გააჩნია და მსოფლიო ძალიან კარგად ხედავს. სწორედ ამას ემსახურება ეს ვიზიტიც. მით უმეტეს, რეგიონში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, აუცილებელია, აშშ და საქართველო მოქმედებდნენ საერთო სტრატეგიით, რათა ჩვენ, როგორც მთავარმა პარტნიორმა და მოკავშირემ რეგიონში, შევძლოთ, გავუძლოთ იმ გამოწვევებს, რომლის წინაშეც დგას ჩვენი ქვეყანა და ჩვენი რეგიონი. რა თქმა უნდა, ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი. მავე დროს ვისაუბრებთ სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე, რონელიც ჩვენს ქვეყნებს უკავშირდება“, - კიდევ უფრო გაძლიერდეს ეკონომიკური და სავაჭრო თანამშრომლობა“, - განაცხადა კუჭავამ.