არგენტინის ფეხბურთის ასოციაციის ტექნოლოგიური ინსტიტუტის უფლებამოსილი წარმომადგენელი საქართველოში ნიკოლოზ პატარქალიშვილი ღია წერილით მიმართავს „ქართული ოცნებისა“ და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს. წერილს უცვლელად გთავაზობთ:
ბ-ნ ბიძინა ივანიშვილს
ბ-ნ გიორგი გახარიას
ბ-ნ კახა კალაძეს
ბატონებო!!!
ქართული ფეხბურთის საერთაშორისო დონეზე განვითარების მიზნით, 2020 წლის 8 ივნისს პარტია „ქართულ ოცნებაში“, „ქართუ ფონდსა“ და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში რეგისტრაციაში გატარდა არგენტინის ფეხბურთის ასოციაციის ტექნოლოგიური ინსტიტუტის დამფუძნებლისა და გენერალური დირექტორის, ფიფა-ს აგენტის არგენტინაში, ბ-ნ გილერმო ტოფონის წერილები, რომელიც გთავაზობთ აღნიშნული ინსტიტუტის დაფუძნებას საქართველოში.
ინსტიტუტს ექნება აკადემიები როგორც თბილისში, ასევე საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში და მოამზადებს საერთაშორისო მაღალი დონის პროფესიონალ ფეხბურთელებს, მწვრთნელებს, ფიზიკური მომზადების სპეციალისტებსა და სხვა.
ა.წ. 31 აგვისტოს, ქ. ბუენოს-აირესში, არგენტინის ეროვნული ნაკრების ბაზაზე გაიმართა ფეხბურთის ტექნოლოგიური ინსტიტუტის პრეზენტაცია, სადაც მიწვეული იყვნენ არგენტინაში აკრედიტებული ქვეყნების ელჩები.
ბატონი გილერმო ტოფონი მოწვევას ელოდება საქართველოდან და მზად არის, პროექტით წარსდგეს თქვენსა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, მასზე დაქვემდებარებული სტრუქტურების ხელმძღვანელებისა და საზოგადოებისათვის ცნობილი პიროვნებების წინაშე.
აგრეთვე, თუ დაინტერესდება საქართველოს ერთ- ერთი ტელეარხი, იგი მზად არის, საქართველოს მოსახლეობასა და ფეხბურთის ქომაგებს გააცნოს აღნიშნული ინსტიტუტის მნიშვნელობა.
ბატონი გილერმო ტოფონის მიწვევები განხორციელდა ამერიკის შეერთებული შტატების ქ. ნიუ-იორკში, დუბაის საამირო ქ. დუბაიში და სხვა ქვეყნებში, სადაც გაიხსნება აღნიშნული ინსტიტუტი.
სამწუხაროდ, ბატონ გილერმო ტოფონის ზემოთ აღნიშნული წერილები დღემდე პასუხგაუცემელია!!!
გთხოვთ, დაინტერესდეთ ჩვენი ქვეყნისათვის შემოთავაზებული სახელმწიფო მნიშვნელობის „ფრიად მნიშვნელოვანი“ საკითხით და პასუხი მომზადდეს უახლოეს მომავალში.
პატივისცემით,
არგენტინის ფეხბურთის ასოციაციის ტექნოლოგიური ინსტიტუტის უფლებამოსილი
წარმომადგენელი საქართველოში
ნიკოლოზ პატარქალიშვილი