logo_geo
eng_logo
ეკატერინე ტიკარაძე: დღეს ჩანიშნულია დამატებით შეხვედრა ექსპერტებთან და მათთან ერთად გადავწყვეტთ შემდგომ ღონისძიებებს
- +

16 ნოემბერი. 2020. 15:34

 

 

„20 000 გარდაცვლილს არ მივიღებთ და ეს რიცხვი არც ერთ დათვლაში არ მიგვიღია არასდროს. მთავრობა აქტიურად თანამშრომლობს ყველა პროფესიონალთან, ეპიდემიოლოგთან, და ექსპერტთან. დღეს ჩანიშნულია დამატებით შეხვედრა ექსპერტებთან და შესაბამისად ჩვენ მათთან ერთად გადავწყვეტთ შემდგომ ღონისძიებებს, რომლებიც იქნება საჭირო“, - ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

 

კითხვაზე, რა რაოდენობაზე შეიძლება ითქვას, რომ კოლაფსი შეიქმნა, ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა:

 

„ეს ძალიან რთული სათქმელია, ვინაიდან აქ რაოდენობრივ ჭრილს არა აქვს ჩვენთვის მნიშვნელობა, პაციენტების სიმძიმისა და ხარისხობრივ ჭრილსაც აქვს მნიშვნელობა“, - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner