logo_geo
eng_logo
ამირან გამყრელიძე: სრული ჩაკეტვა არ განიხილება, საუბარია სერიოზულ შემზღუდველ ღონისძიებებზე
- +

16 ნოემბერი. 2020. 15:39

 

 

 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში დაწესებული შეზღუდვები კიდევ უფრო გამკაცრდება და ამ თემაზე დღეს საღამოს დამატებითი კონსულტაციები გაიმართება.

 

„ქვეყანაში გარკვეული შეზღუდვები დაწესებულია და კიდევ უფრო გამკაცრდება. ამაზე დღესაც იყო საკოორდინაციო საბჭოზე მსჯელობა, დამატებითი კონსულტაციები გაიმართება დღეს საღამოს, ხვალ კიდევ. კიდევ უფრო გამკაცრდება ქვეყანაში მთელი რიგი შეზღუდვები, თუ რა, წინასწარ ვერ გეტყვით“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

თუმცა, გამყრელიძე აღნიშნავს, რომ სრული ჩაკეტვა არ განიხილება.

 

„არ განიხილება ისეთი სრული ჩაკეტვა, რაც განახორციელა ჩინეთმა უხანში, განიხილება სერიოზული შემზღუდველი ღონისძიებები, რომელიც ნაწილი დაწესებულია და ნაწილი კიდევ უფრო გამკაცრდება, თუმცა, მარტო დაწესება არ არის მნიშვნელოვანი, მნიშვნელოვანია აღსრულება“, – განმარტა გამყრელიძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner