logo_geo
eng_logo
ამირან გამყრელიძე: ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს შეზღუდვების დაწესებას, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია შეზღუდვების აღსრულება
- +

16 ნოემბერი. 2020. 15:41

 

 

„ქვეყანაში გარკვეული შეზღუდვები დაწესებულია და ეს შეზღუდვები კიდევ უფრო გამკაცრდება“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

რაც შეეხება ლოკდაუნს, მისი თქმით, სრული ჩაკეტვა არ განიხილება.

 

„განიხილება სერიოზული შემზღუდველი ღონისძიებები, რომლის ნაწილი დაწესებულია, ნაწილი კი, კიდევ უფრო გამკაცრდება, მაგრამ მარტო შეზღუდვების დაწესება არ არის მნიშვნელოვანი, მნიშვნელოვანია ამ დაწესებული შეზღუდვების აღსრულება. ერთ-ერთი მთავარი შემზღუდველი ღონისძიებაა ყველგან პირბადის ტარება“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner