logo_geo
eng_logo
ეკატერინე ტიკარაძე: ყველა კლინიკა ვალდებულია, აანაზღაუროს ექიმების, ექთნებისა და დამხმარე პირების ხელფასი იმ ტარიფით, რომელიც დადგენილებით არის გაწერილი
- +

16 ნოემბერი. 2020. 15:49

 

 

„ყველა კლინიკა ვალდებულია აანაზღაუროს ექიმების, ექთნებისა და დამხმარე პირების ხელფასი იმ არსებული ტარიფით, რომელიც დადგენილებით არის გაწერილი“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

 

მისი თქმით, პერსონალის საბაზრო ანაზღაურება საათობრივ ჭრილში და ეს შეეხებოდა არა მხოლოდ ექიმებს, არამედ ექთნებსა და დამხმარე პერსონალსაც.

 

„მიდგომა პერსონალის ანაზღაურებასთან დაკავშირებით ჩვენ არ შეგვიცვლია. ჩვენ დავთვალეთ მედპერსონალის საბაზრო ანაზღაურება საათობრივ ჭრილში და ეს შეეხებოდა არა მხოლოდ ექიმებს, არამედ ექთნებსა და დამხმარე პერსონალსაც, რომელიც საავადმყოფოში საჭიროა. შესაბამისად, ყველა კლინიკა ვალდებულია, აანაზღაუროს ექიმების, ექთნებისა და დამხმარე პირების ხელფასი იმ არსებული ტარიფით, რომელიც დადგენილებით არის გაწერილი“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner