logo_geo
eng_logo
ამირან გამყრელიძე: ჯერჯერობით, ქვეყანაში გრიპის ვირუსის ცირკულაცია არ დაფიქსირებულა, მაგრამ ალბათ, მომდევნო ორ კვირაში ეს გვექნება
- +

16 ნოემბერი. 2020. 15:51

 

 

„ახლა რესპირაციული ვირუსების სეზონია და როდესაც ადამიანი სტაციონარში დასაწოლად მიდის, არა კოვიდით, მაგრამ, შესაძლებელია, იყოს კოვიდის სიმპტომები, საჭიროა დიფერენცირება, ესაა კოვიდი თუ სხვა რესპირაციული ვირუსი. ამიტომ, მათ ამის საშუალება აქვთ ანტიგენზე დამყარებული ტესტებით. ჯერჯერობით, ქვეყანაში გრიპის ვირუსის ცირკულაცია არ დაფიქსირებულა, მაგრამ, ალბათ, მომდევნო ორ კვირაში ეს გვექნება“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

„დღევანდელი რიცხვით, აცრილია 91 ათასი, რისკ-ჯგუფში შემავალი ადამიანი. ქსელში, დამატებით, განაწილებულია, გრიპის ვაქცინის დაახლოებით, 130 ათასი დოზა. კიდევ ერთხელ ვთხოვ რისკ-ჯგუფებში მყოფ მოქალაქეებს, აქტიურად მიმართონ პოლიკლინიკებს ამ კვირაში, მომავალ კვირაში, რომ დროულად გამოიმუშაონ გრიპის საწინააღმდეგო იმუნიტეტი. ძალიან მცირეა ორსული ქალბატონების მიმართვიანობა, სადღაც 1 500-ის ფარგლებშია. გრიპის ვირუსს განსაკუთრებული ტროპიზმი აქვს ორსული ქალბატონებისადმი. მათთვის გრიპის ვაქცინის საკმაო დოზა იქნება. ასევე, 65 წელს ზემოთ მოქალაქეები, რომელთაც აქვთ გულის ან ფილტვების ქრონიკული დაავადებები, აუცილებელია აცრა. შედარებით კარგად იცრებიან დიაბეტის მქონე პაციენტები და ჩემი კოლეგები, სამედიცინო პერსონალი“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner