logo_geo
eng_logo
თენგიზ კიტოვანი: საქართველოსთვის ეს რეალური საფრთხეა!
- +

1 ივლისი. 2016. 16:20


თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თენგიზ კიტოვანმა „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე საქართველო-თურქეთის ურთიერთობასთან დაკავშირებით ისაუბრა. კიტოვანის განცხადებით, საქართველოს მიერ დადებულმა ხელშეკრულებამ თურქეთთან და აზერბაიჯანთან, შეიძლება ტერორისტული აქტები გამოიწვიოს.


„საქართველომ თურქეთთან და აზერბაიჯანთან ხელშეკრულება დადო, რომელითაც ჩვენი ქვეყანა გახდა ხიდი ორ მუსლიმანურ ქვეყანას შორის. არ არის გამორიცხული,  თურქები საქართველოს გავლით გადავიდნენ აზერბაიჯანში, საიდანაც დაიწყება ჩრდილოეთ კავკასიაში შესვლა. ახლა რაც მოხდა სტამბოლში, იქ არის ჩეჩნური კვალი. ჩეჩნები თურქეთში ბევრნი არიან. ეს ჩეჩნები თუ საქართველოს გავლით შეეცდებიან დაღესტანში გადასვლას, რაც გამოიწვევს უამრავ ტერორისტულ აქტს და ცუდ დღეში ჩავვარდებით. რუსეთი იძულებული იქნება, ტერორიზმის საფრთხე აღკვეთოს. ასე რომ, საქართველოსთვის ეს რეალური საფრთხეა",- განაცხადა კიტოვანმა.   


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner